loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთავში? - ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთავში? - ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური

რუსთავში, მე-14 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ველოსიპედების საწყობში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია.

ვიდეო: "ინფო რუსთავი"