პირველად ისტორიაში: მფრინავი მანქანა ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრინდა
კომპანია Klein Vision-ის AirCar-მა 35-წუთიანი ფრენა ქალაქ ნიტრიდან ბრატისლავაში წარმატებით შეასრულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანქანის საჭესთან მისივე შემქმნელი სტეფან კლიანი იჯდა. ავტომობილმა ჰაერში 170კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
ტრანსპორტი წარმოადგენს ჰიბრიდულ მანქანა-თვითმფრინავს. მას აქვს BMW-ს ძრავა და ბენზინზე მუშაობს. ამ მომენტისათვის მან, ჯამში, ჰაერში 40 საათზე მეტი იფრინა.
AirCar-ში ორი ადამიანი ეტევა, რომელთა წონა არ უნდა აღემატებოდეს 200 კგ-ს.
ვერტიკალურ მდგომარეობაში აფრენა და დაფრენა ტრანსფორმერს არ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაფრენად და დასაშვებად მას საფრენი გზა სჭირდება.
პროტოტიპის შექმნისთვის 2 წელი იყო საჭირო. რაც შეეხება ფინანსებს, როგორც მწარმოებელი ამბობს, 2 მილიონ ევროზე ნაკლები.