loader

9 წლის ბიჭებს აიძულებენ, ქალის ტანისამოსი ჩაიცვან და ხანდაზმული კაცების წინაშე მაცდურად იცეკვონ - როგორ ებრძვიან ავღანეთში უძველეს ტრადიციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 წლის ბიჭებს აიძულებენ, ქალის ტანისამოსი ჩაიცვან და ხანდაზმული კაცების წინაშე მაცდურად იცეკვონ - როგორ ებრძვიან ავღანეთში უძველეს ტრადიციას

“ბიჭების თამაში“ ავღანეთში ჩვეულებად ითვლება, მისი წესები კი ასეთია - 9 წლის ბიჭები იძულებულები ხდებიან, ქალის ტანისამოსი ჩაიცვან და მაცდურად იცეკვონ ხანდაზმული მამაკაცების წინაშე. ეს ახალგაზრდები, როგორც წესი, მდიდარი პატრონების საკუთრებაში არიან და რეგულარულად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.
აღნიშნული გართობის ფორმა მდიდრებმა მე-19 საუკუნეში დაამკვიდრეს. როგორც ცნობილია, ავღანეთის გარკვეულ ტერიტორიებზე ქალებს ეკრძალებათ მოცეკვავეებად მუშაობა. ამიტომ ამ როლს დაქირავებული ახალგაზრდა ბიჭები ითავსებდნენ. 2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, დამქირავებლები შეკრულნი იყვნენ სამართალმცველებთან და ქრთამის სანაცვლოდ სისხლისსამართლებრივი დევნისაგან თავისუფლდებოდნენ.

ავტორი: ნინი გოგიშვილი