loader

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ..." - ნინო ლომჯარიას პირველი კომენტარი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ..." - ნინო ლომჯარიას პირველი კომენტარი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, იმაზე, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. ლომჯარიას განცხადებით, ის და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ, რათა ბავშვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გაუცხოვება არ ჰქონდეთ.