"მიშველეთო, ყვიროდა თითქმის ყველა... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვერ ავდგებოდი საწოლიდან, ვერ ვსუნთქავდი, გონებას ვკარგავდი" - რას ამბობს ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს დღეებზე
კორონავირუსით ინფიცირებული გიორგი აბდალაძე ერთ თვეზე მეტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ფოტოგრაფი ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში, აპარატზე იყო შეერთებული. მან რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს დღეებზე "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "ეიქმებში" ისაუბრა.