საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება - ივლისიდან საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა და ამცრელი ბრიგადები დაემატება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, სამედიცინო დაწესებულებები დაემატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის დამატებითი ცენტრები მოეწყობა.
"საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან უკვე ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და ასე შემდეგ. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების, სამედიცინო დაწესებულებების დამატება და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა", - განაცხადა გაბუნიამ.