loader

"სინოვაკის" ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინოვაკის" ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, "სინოვაკის" მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. "სინოვაკის" ვაქცინა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა. საქართველოში "სინოვაკის" 100 000 დოზა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.