loader

რას ამბობს ვარლამ გოლეთიანი ევროკავშირის ჩართულობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ - "შევთხმდით რომ.." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ვარლამ გოლეთიანი ევროკავშირის ჩართულობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ - "შევთხმდით რომ.."

“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.

როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეთანხმების პირობებს “ჯერ გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა დათანხმდნენ” და პასუხი პარასკევამდე გააჟღერონ. გოლეთიანის თქმით, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა სხვა პირობებზე, მათ შორის ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.