როგორია ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი განცხადებას აკეთებს
„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მისივე ინფორმაციით, ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება.
„დაახლოებით 2 საათის წინ, ერდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.