სისხლიანი დაპირისპირება თელავში - ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თავში მაკრატლით დაჭრეს
თელავში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თავში მაკრატლით დაჭრეს.
ერთ-ერთი სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობით მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, ხოლო მეორე ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რის გამოც თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. არცერთი დაშავებული დეტალებზე არ საუბრობს და ამბობენ, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ვიდეო: "ფორმულა".