loader

"დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც ყვირილით ვერ შემაშინებ" - ცხარე დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის, მათ დამშვიდებას კოლეგები ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც ყვირილით ვერ შემაშინებ" - ცხარე დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის, მათ დამშვიდებას კოლეგები ცდილობენ

ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

„მე აქ ვიყავი, ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებო,ზემოდან გიყურებდით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა.

„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანის დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით“, - განაცხადა ყაველაშვილმა, რაზეც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა - „არ გრცხვენია?“.

„ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი?“ - მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.

თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ რუსების მონები არიან.

„რუსეთის მონები ხართ“, - მიმართა სანიკიძემ მმართველი პარტიის წევრებს.

„უნამუსო კაცი ხარ“, - მიმართა შოთა ხაბარელმა გუბაზ სანიკიძეს.