loader

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი"- ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი"- ირაკლი კობახიძე

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იქნებიან მიწვეულნი სამუშაო ფორმატებში და ვერ ისარგებლებენ შესაბამისი პრივილეგიებით, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.