loader

"გული მომიკვდა და უცებ რას ვხედავ?" - მაკა რაზმაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული მომიკვდა და უცებ რას ვხედავ?" - მაკა რაზმაძე


"გული მომიკვდა ისე გამოიყურება ადამიანი ამ საშინელი დაავადების გამო.ყვება თავის ისტორიას,რომ ვეღარ დადის,თმა აღარ ეზრდება,კუშინგის სინდრომმა სულ დაასივა,სახე სრულიად შეცვლილი აქვს...საშინელი მოსასმენი და სანახავია ეს ყველაფერი.ცრემლი მომერია,გულით ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ამ ადამიანს.და უცებ რას ვხედავ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა კრულვა...
ღმერთო!ის ხალხი ვინც ამ საშინელებებს წერს ავად მყოფ ადამიანზე თვითონ ჯანმრთელია ნეტა? საიდან ამდენი სიბოროტე და ნიშნისმოგება? თვითონ ყველაფერში მართალნი და სუფთები
" მითომ".
ან რატომ არ შლიან ადმინები მსგავს კომენტარებს ნეტა? რა ნახვები ღირს ამად?" - წერს მაკა რაზმაძე თინა ხიდაშელზე.

გუშინ თინა ხიდაშელმა კორონას შემდგომ გართულებაზე ისაუბრა.