მორიგი სიგიჟეები ჩრდილოეთ კორეაში: რა რეგულაციის დარღვევისთვის ემუქრებათ სიკვდილი ჩრდილოკორეელებს
ჩრდილოეთ კორეამ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიზანი ნებისმიერი სახის უცხოური გავლენის აღმოფხვრაა. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს სასტიკ სასჯელს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უცხოურ ფილმს ნახავენ, უცხოური სტილის ტანსაცმელს ჩაიცვამენ ან თუნდაც ჟარგონს გამოიყენებენ.
BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ე.წ. რეაქციული აზროვნების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული კანონით, ყველას, ვისაც გამოიჭერენ, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ახალი ამბებისა და ფილმების „კონტრაბანდას ეწევა“, სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ კი, ვისაც ასეთი პროდუქტების ყურებაში გამოიჭერენ, 15-წლიან პატიმრობას მიუსჯიან.