loader

"მტერიც რომ იყოს, ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა... ვინც ჩემზე თქვა ცუდი მუსიკოსიაო, ზუსტად ის უნდა იყოს მაგარი მუსიკოსი, რასაც ვერ ვხედავთ" - რუსუდან მუმლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მტერიც რომ იყოს, ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა... ვინც ჩემზე თქვა ცუდი მუსიკოსიაო, ზუსტად ის უნდა იყოს მაგარი მუსიკოსი, რასაც ვერ ვხედავთ" - რუსუდან მუმლაძე

"ჰოდა, ვისაც სიმღერა, დაკვრა, მუზიცირება და მუსიკის შექმნა შეუძლია, ყოველთვის და ყველგან, შემოქმედებით მუსიკოსია. მუსიკაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება (თუმცა ესეც პროფესიონალურად გამოსდის) გაგვატარეთ", - ამის შესახებ რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მღერის.

მისივე თქმით, მსმენელი ყოველთვის ობიექტურად აფასებს.

"მაშ, ვინც ჩემზე თქვა ცუდი მუსიკოსიაო (ცუდად მღერისო, უკრავსო) ზუსტად ის უნდა იყოს ჩვენზე მაგარი მუსიკოსი, მომღერალიც და პიანისტიც, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის და ეს. მტერიც რომ იყოს, ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა. აი, მაშინ ხარ მაგარი. სხვა კი არაფერი მითქვამს გადაცემა "ფარულ კონვერტში", ეს მკითხეს და ვუპსუხე. აგერ ბატონო, სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად. მსმენელი ყოველთვის ობიექტურად აფასებს. პ.ს. ჰო, სხვის ასაკს და ვინ რომელი პარტიის მომხრეა, არასოდეს შევხებივარ. გამგები გაიგებს და მიიღებს", - წერს რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­და­ცე­მა "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი გა­და­ცე­მა გა­ვი­და. ია ფა­რუ­ლა­ვას სტუმ­რად მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი ქმრის, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ჰყავ­და. რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მისი და ზუ­რას რო­მა­ნის, ასე­ვე მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.