loader

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ აქტიურ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი,რომელმაც 44.8% შეადგინა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ პროგრამას, რომელმაც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და რეფორმების დღის წესრიგზე.
შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისა და პანდემიით დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენისკენ.