loader

ჩინეთმა "სინოვაკის" ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთმა "სინოვაკის" ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჩინეთმა "სინოვაკ ბიოტექის“ ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ინ ვეიდონმა განაცხადა.

მისი თქმით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინას აღნიშნული ასაკის ბავშვებში იმუნური რეაქციის წარმოქმნა შეუძლია და გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათისაა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინაციიდან 1 კვირაში ვაქცინირებულებში ანტისხეულების დონე 10-ჯერ, ნახევარ თვეში კი - 20-ჯერ გაიზარდა. "სინოვაკ ბიოტექის" ხელმძღვანელის განმარტებით, ის, თუ როდის შესთავაზებენ ვაქცინას 3-17 წლის ასაკის ბავშვებს, დამოკიდებულია ჯანდაცვის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩინეთის ვაქცინაციის სტრატეგიას აყალიბებენ. ამჟამად ჩინეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს უტარებენ.