loader

კორონავირუსის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი datacov.moh.gov.ge შეიქმნა.

პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.

ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.

პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.