ცნობილია, პარლამენტის რომელ ფრაქციაში ერთიანდებიან გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე
პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, სახელწოდებით "შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი" შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილნი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურაბ ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.