loader

"უნამუსოები ხართ, კლოუნი ხარ... თხა და გიგო წაიკითხე და მერე მელაპარაკე" - დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და ირაკლი ზარქუას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნამუსოები ხართ, კლოუნი ხარ... თხა და გიგო წაიკითხე და მერე მელაპარაკე" - დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და ირაკლი ზარქუას შორის

პარლამენტის წევრებმა გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს კრიტიკული შინაარსის კითხვები პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე დაუსვა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.

ვაშაძისთვის პასუხების გაცემა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სცადა. მან კოლეგას „ჭიჭე ვაშაძით" მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, არის პოპულისტი, მცურავი გაცვლითი კურსის თაობაზე კი, არაფერი იცის.

გიორგი ვაშაძემ თავდაპირველად სხდომის წამყვანს პროცედურის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა და მიმართა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ეპასუხა და არა „პატივცემულ კლოუნს". მან ზარქუას ასევე ურჩია, „თხა და გიგო" მაინც წაეკითხა.

„კლოუნი“ ხარ, აბა, რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი", - განაცხადა ზარქუამ ვაშაძის საპასუხოდ.