loader

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიებები მზიურის პარკში გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიებები მზიურის პარკში გაიმართება

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიება იგეგმება.

თბილისის მერიის ცნობით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

მათი ინფორმაციით, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დღის განმავლობაში ღონისძიებები ღია სივრცეში განხორციელდება.

„აგრეთვე, 1-ლი ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.