"გახარიასა და მის პარტიას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს... დღეს გახარიას არსებითი, უმნიშვნელოვანესი პლუსი ის არის, რომ..." - რამაზ საყვარელიძე
რამდენიც უნდა ილაპარაკონ "რიონის ხეობის მცველებმა", რომ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს ემიჯნებიან და მათი პროტესტი სახალხოა, ამ პროცესს ნამდვილად აქვს პოლიტიკური ასპექტი და ეს ყველაზე მეტად სწორედ დედაქალაქში გამართულ აქციებზე გამოჩნდა. შესაძლოა, სწორედ ამანაც განაპირობა, რომ მათ მოსახლეობა ნაკლებად აჰყვა. აშკარაა, რომ ამ აქციებზე გაცილებით მეტ ხალხს ელოდნენ, თუმცა, ფაქტია, ამ პროტესტმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაში ვერ გაიყვანა. შესაბამისად, ეს ეპიზოდი ნამდვილად მარცხით დასრულდა, ამის მიზეზები კი, უპირველესად, თავისივე რიტორიკაში უნდა ეძებონ.
შეცდომა იყო ულტიმატუმის წამოყენება და განსაკუთრებით, ფრაზა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დააფიქრა ამ პროტესტის რეალურ საფუძველზე. როდესაც ვარლამ გოლეთიანისგან მოვისმინეთ განცხადება, თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთო, ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, პატრიოტულად განწყობილი და ეროვნულ ფასეულობებზე მოფიქრალი ჯგუფი ქალაქის პარალიზებას რატომ უნდა გეგმავდესო? ამან ბევრ რამეს დაუსვა კითხვის ნიშანი. ვფიქრობ, საზოგადოების ნაწილს ამ ჯგუფის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარა. საეჭვო გახდა პროტესტის დაფინანსების წარმომავლობაც, შესაბამისი კითხვებიც გაჩნდა, რასაც ხელისუფლებამაც ამაზე მუდმივი პედალირებით შეუწყო ხელი. როდესაც კითხვები ისმის და პასუხები არასაკმარისია, ბუნებრივია, ეჭვქვეშ ბევრი რამ დგება. ეს, სხვათა შორის, შეეხება ხელისუფლებასაც, რომელმაც ამ ჰესის მშენებლობისთვის დადებული ხელშეკრულებისა თუ ამ საქმეზე არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა. მან არა თუ ვერ გასცა პროტესტის მონაწილეების კითხვებს პასუხი.
ითქვა, რომ ამ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები აფინანსებენ, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი, გაურკვევლობა კი ამ პროცესს მხოლოდ აზარალებს.
მოკლედ, ზოგმა კითხვა ასეც დასვა: რა იყო დედაქალაქში გამოთქმული პროტესტის მიზანი - ნამდვილად "ნამოხვანჰესი" თუ არეულობა? შესაბამისად, იმათი ნაწილიც კი, ვინც ფიქრობს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, არ მივიდა აქციაზე.
ამ ცოტა ხნის წინ ჩვენმა საზოგადოებამ ასეთივე თავშეკავება გამოიჩინა, როდესაც მელიას დაკავებისას "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა დესტაბილიზაცია. საზოგადოებას არ სურს არეულობა, ამიტომაც არ უდგება გვერდში მას, ვინც ამას აპირებს.
დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" რაუნდი და უცებ ისევ გაჩნდა "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებისგან დესტაბილიზაციის მუქარა. ეს შემთხვევით მოხდა თუ ერთნაირი მოტივები იყო, არ ვიცი. განაგრძეთ კითხვა