loader

"გადავდექი იმიტომ რომ.... ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად" - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავდექი იმიტომ რომ.... ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად" - გიორგი გახარია

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე პრემიერ -მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა, რადგან მმართველი პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნია, ვიდრე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. მისივე განმარტებით, 8 - წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებსაც კი ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას.