loader

ამ წუთებში „ექსპო ჯორჯიაში” გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში „ექსპო ჯორჯიაში” გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური აღნიშნავს, პარტიის პრეზენტაციისას გიორგი გახარია პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ამასთან, პარტია მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებში.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას გიორგი გახარია საზოგადოებას გუნდის წევრებს წარუდგენს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.