"ლარი რომ მყარდება, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას განცხადებით, ლარის დასტაბილურების გამომწვევი მიზეზი აუხსნელია
ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-სთან ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის დასტაბილურების გამომწვევი ფაქტორები აუხსნელია.
"ლარის გამყარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ როგორც იმას ვერ ავხსენით, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში ლარი, ისე ვერ ავხსენით, რატომ მყარდება. ამის ამხსნელი მე საქართველოში არ მეგულება. რომ საუბრობენ, ტურისტები შემოვიდნენო, არ მგონია, იმდენი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში და იმდენი ფული დახარჯოს, რომ ეკონომიკური ზრდა 1 თვეში დაიწყოს. ეს ყველაფერი მანიპულაციაა, არასწორი, არაპროგრესული ეკონომიკური ხედვებია. ეს რუსული მენტალიტეტით დატვირთული საზოგადოებაა, რომელსაც ფუნდამენტალური ცვლილება, სწორი ეკონომიკური ანალიზი სჭირდება“, - განმარტავს თემურ ჭყონია.