loader

“აღნიშნული გადაწყვეტილების არ მიღება გაცილებით მძიმე იქნებოდა, ვიდრე მისი მიღება“ - დავით ნარმანია ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდის მიზეზებს განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აღნიშნული გადაწყვეტილების არ მიღება გაცილებით მძიმე იქნებოდა, ვიდრე მისი მიღება“ - დავით ნარმანია ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდის მიზეზებს განმარტავს


თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება და 54 თეთრის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მიზეზებზე დავით ნარმანიამ გადაცემა “რეზიუმეში“ ისაუბრა.