დღეიდან თბილისში გაზი გაძვირდა
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი, დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, "თბილისი ენერჯის" უფლება აქვს, კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.