loader

მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა


ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

მსახიობი 71 წლის იყო.

ცნობისთვის, მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968-81 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981-87 წლებში - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან - კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

ნათამაშები აქვს ცნობილ ფილმებში: „კუკარაჩა“ (ანიკო) ; „მარადისობის კანონი“ (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი); „ცოდვის შვილები“; „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) და ა.შ.