loader

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში საუკეთესოდ აღიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2020-21 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ "რუბინის" მოთამაშე ამ პრიზის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. გამოკითხვაში რუსეთის პრემიერლიგის კლუბების კაპიტნები და მწვრთნელები, ასევე, ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი და პოპულარულ ტელეარხ "მატჩ ტვ"-ის კომენტატორები იღებდნენ.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, პირველობა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიპოვა.

წყარო: Sportall