საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. საზეიმო ვითარებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ამასთან, ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ქვეყნის პირველი პირები.
ღონისძიებას დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა.