„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - პირდაპირი ეთერი
"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
"რიონის ხეობის მცველებმა" ფილარმონიასთან "რესპუბლიკის მოედნიდან" გადაინაცვლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.