loader

სასიხარულო ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველებისთვის - ხვალიდან დაცული ტერიტორიები იხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიხარულო ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველებისთვის - ხვალიდან დაცული ტერიტორიები იხსნება

26 მაისიდან საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პრომეთეს მღვიმე: ყოველდღე, 10:00 – 18:00

სათაფლიის მღვიმე: ყოველდღე, 10:00 – 18:00

ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე, 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა, 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა): სამშაბათი - კვირა, 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა, 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.