loader

"თავად იმალება და სხვებს “აყეფებს!" - რუსუდან მუმლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავად იმალება და სხვებს “აყეფებს!" - რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში მასზე თავდასხმები და ლანძღვა შეწყდა და აქამდე მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში „ფეიკგვერდები" წერდნენ უარყოფით კომენტარებს.

„რაც ბოლო პოსტი გამოვაქვეყნე, მას შემდეგ არცერთი უარყოფითი და შეურაცხყმყოფელი კომენტარით აღარ შემოსულან არც “ფეიკ” გვერდებიდან და არც ისე!
დასკვნა მარტივია, ამ ყველაფრის უკან ვინ დგას…ვინც პოსტში თავი ამოიცნო! თავად იმალება და სხვებს “აყეფებს”!!!

მე კი მომღიმარი სახით…”, – წერს რუსუდან მუმლაძე.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსუდან მუმლაძე გადაცემა „ფარულ კონვერტში” იყო სტუმრად, სადაც განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.

ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობადმა არაერთმა სახემ მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსუდან მუმლაძე მწვავედ გააკრიტიკა.