loader

დღეიდან ქვეყანაში Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან ქვეყანაში Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება

COVID-19-ის საწინააღმდეგო, რიგით მეოთხე პრეპარატით, Sinovac-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება. ჩინური ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 13 ათასზე მეტმა პირმა უკვე გაიარა და პროცესი 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მედიკოსების ცნობით, ამისთვის შესაბამის კლინიკებში ბრიგადები და კაბინეტები ეტაპობრივად დაემატება. საქართველოს Sinovac-ის 100 000 დოზა აქვს და ის 18 წლის ზემოთ მყოფ 59 ათას პირზეა გათვლილი. განმეორებითი ვაქცინაცია 14-28 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

Sinovac-ი ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინაა და ის 32 ქვეყანაშია ავტორიზებული.