loader

ვანდალური კადრები - იტალიაში ქართული ტაძარი დაარბიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანდალური კადრები - იტალიაში ქართული ტაძარი დაარბიეს

რომის ქართული სამრევლოდან "კურიერს" მიაწოდეს კადრები, სადაც ნათლად ჩანს განადგურებული ხატები, ფრესკები და სხვა სიწმინდეები.

რომის ქართული ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ხელაია ვარაუდობს, რომ ვანდალები ტაძარში ძვირფას ნივთებს და შესაწირ თანხას ეძებდნენ, თუმცა ადგილზე არც ფული აღმოჩნდა და არც ძვირფასეულობა. ამის შემდეგ მძარცველებმა ტაძარი დაარბიეს, ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო ხატებს და კედლებს შეასხეს.