loader

"სინოვაკის" ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინოვაკის" ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე - "სინოვაკზე" რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ის არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული და გამოირჩევა მცირე გვერდითი მოვლენებით.

სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აცრის პროცესი კი 24 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა ვებგვერდ booking.moh.gov.ge ხდება ან 15 22 ცხელ ხაზზე დარეკვით.