loader

ნიკა გვარამია განმარტებას აკეთებს გელათის ფრესკების შესახებ "მთავრი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განმარტებას აკეთებს გელათის ფრესკების შესახებ "მთავრი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს გელათში ფრესკების შესახებ "მთავრი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე:

"გუშინ ჩვენი არხით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოც, რომ გელათში ფრესკები დაწებებულია წებოვანი ლენტით. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის სახით, თუმცა გელათში შექმნილი ზოგადი მდგომარეობის ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძინა მკაფიოდ ნეგატიური კონოტაცია.

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები და არ გაგვაჩნია მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა. მივმართეთ ამ საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს და ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი ვერც ამ კონკრეტულ საკითხზე და ვერც გელათში შექმნილ ვითარებაზე ზოგადად.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ლენტები გამოიყენება სარესტავრაციო საქმეში და შესაძლოა გელათშიც ეს იყოს მათი დანიშნულება. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ასეა და მივიღებთ ამის თაობაზე შესაბამის დადასტურებას კომპეტენტური ორგანოსგან და ასევე განმარტებებს ექსპერტებისგან".