loader

როდის იქნება თბილისში 35 გრადუსი? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის იქნება თბილისში 35 გრადუსი? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.

"20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

თბილისში 19-22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.