loader

"ამდენი წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე გამოთქვამ პრეტენზიას, იმდენად მეკეტება უსამართლობაზე, რომ აი, ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს" - მაია დარსმელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამდენი წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე გამოთქვამ პრეტენზიას, იმდენად მეკეტება უსამართლობაზე, რომ აი, ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს" - მაია დარსმელიძე

მომღერალი მაია დარსმელიძე მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის მეუღლის, რუსუდან მუმლაძის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც გადაცემაში “ფარულ კონვერტი” გავიდა.

მომღერალმა რუსუდან მუმლაძემ თქვა, რომ წლების წინ მარინა ბერიძე სხვადასხვა პროექტში იმის გამო ბლოკავდა, რომ ის მისი ყოფილი ქმრის ცოლია.

“ალიო, ჩიტო ჩიორა, უსამართლობაზე ძააააააალიან მეკეტება და ვწერ ერთი ორ სიტყვას, კარგი?!ჩემთვის და ჩემი ძალიან არახანმოკლე მუსიკალური გამოცდილებისთვის თუნდაც ისაა საკმარისი, რომ ორი ათას ოცდა ერთ წელს კომუნისტური შემართებით ნამღერი “ჩიტო-ჩიორა” მომკალით დაააა ვერაფრით იქნება რამენაირად ღირებული. ხოო, თან უკვე დასრულებული, ეგრეთწოდებული ფონოგრამის სახით აი ისეთი როა, როგორიც არის და ბოლომდე ფაქტობრივად ძალით რომ მოვისმინე (რომ მერე გამერჩია სამართლიანად)…ხოდააა, საპირისპირო აზრი ვინმეს თუ გაქვთ და თან პროგრესულობის პრეტენზია, მოიძიეთ, მოისმინეთ ეს მხოლოდ თარიღით “ახალი” ნაფტალინური მიდგომა და მეკამათეთ, თუ გინდათ. დაბლოკვას რაც შეეხება: ჩემი აზრით დაბლოკვა მაშინ ქვია, როდესაც რაღაც საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე და არა ამ დონის ძალიან ჩვეულებრივ ამბავთან, რომელიც ამ ძალიან მუსიკალურ ქვეყანაში, სადაც თითო ოჯახში, სადაც ერთი ბანტიანი გიტარა არსებობს, ასეთი ხმიან- სმენიანი მინიმუმ ერთი წევრი მაინც ყავთ… ამაზეც მეკამათეთ, თუ გინდათ და მე სტატისტიკას გადავხედავ და ძაან გამეღიმება. მხოლოდ გაგეღიმოს ამ ყველაფერზე, მარინა, ძვირფასო! რადგან:ბარეორი შეგეჯიბროს პროგრესულობაში (თან ნებისმიერ თემაში) – ეტა რაზ;ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ციფრებია და მთავარია შარმი, ქარიზმა, რომელიც ან გაქვს, ან ვერ იყიდი და აქაც შეგეჯიბრონ – გარეგნულადაც მილიონჯერ ჯობიხარ; და არ ვიცი, ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ძალიან, ძააააალიან გავბრაზდი.. როგორ ბედავენ და სადა ბანაობენ?!ამდენი ათეული წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე რომ გამოთქვამ პრეტენზიას, რომელსაც თან არავითარ დაბლოკვად არ მივიჩნევ (და ზემოთ უკვე ავხსენი)…ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი და მადლობაც გითხრან, რომ ყველა შენს პლიუსთან ერთად სასწაულად ადამიანურიც ხარ! მე ვინ მეკითხება, მაგრამ იმდენად მეკეტება უსამართლობაზე და იმდენად გავბრაზდი, რომ აი, ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.Marina Beridze, მიყვარხარ” – წერს მია დარსმელიძე.