loader

შევა თუ არა "ევროპული საქართველო" პარლამენტში? - გადაწყვეტილება ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შევა თუ არა "ევროპული საქართველო" პარლამენტში? - გადაწყვეტილება ცნობილია

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

"დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, "ევროპული საქართველო" ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელი ან დატოვებს "ევროპულ საქართველოს", ან დატოვებს პარლამენტს", - განაცხადა ბობოხიძემ.

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა, პარლამენტში შესვლის გარდა, წინასაარჩევნოდ "ევროპული საქართველოს" სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.