loader

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო მეზობელი ბინებიდან უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს. მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე სახანძო კიბის საშუალებით.

პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია - მიმდინარეობს გამოძიება.