საწვავის ღირებულება 3 ლარს გადასცდა
1-დღიანი გაძვირების შემდეგ ნავთობის ფასმა კლება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს აშშ-ის უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი გუშინ გაიზარდა.
კერძოდ, დღეის მონაცემებით, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა NYMEX-ზე WTI ბრენდის ნედლ ნავთობზე ბარელის ამჟამინდელი ფასი 64,48 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით, 0,45 დოლარით, ანუ 0,71%-ით ნაკლებია. რაც შეეხება Brent-ის ნედლი ნავთობის ფასს, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ბარელის მიმდინარე ფასი 67,81 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით 0,58 დოლარით, ანუ 0,86%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი საქართველოშიც ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავის ფასი 3 ლარსაც კი გადასცდა. კერძოდ:
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი 2.94 ლარია; „რეგულარი“ – 2.84; სუპერი – 3.01; ევრო-დიზელი კი 2.84 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.74 ლარია.
"ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელ ენერჯის“ ფასი 2.79 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი 2.90 ლარია, „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“, დღეის მდგომარეობით, 2.95 და 2.85 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.02 ლარი შეადგინა.
„გალფის“ სადგურებზე 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.95 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ 2.85 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.99 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.83 და 2.89 ლარია.
დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „პრემიუმ ავანგარდი“ 2.91 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 2.74 ლარი; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.84 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 2.99 ლარი; სუპერი ecto 100-ის ფასი კი 3.10 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი 2.90 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი” 2.81 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 2.97 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.76 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.05 ლარი ღირს.
წყარო: bpn.ge