loader

მე-6 კლასელმა გოგონამ თანაკლასელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - საზარელი შემთხვევა აშშ-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე-6 კლასელმა გოგონამ თანაკლასელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - საზარელი შემთხვევა აშშ-ში

აშშ-ის აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგონამ ორი თანაკლასელი და სკოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რიგბიში, საშუალო სკოლაში მოხდა. პოლიციის მოსვლამდე გოგონას განიარაღება და დაკავება ერთ-ერთმა პედაგოგმა შეძლო.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.