(+18) "ეფერებოდა ბავშვებს... ეუბნებოდა, ჩაიწიეთ, მანახეთ და ფულს მოგცემთო" - 30 წლის მამაკაცი თბილისში გარყვნილ ქმედებაშია მხილებული
13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც გოგონამ აღნიშნულის შესახებ მშობლებს უამბო და საქმეში პოლიცია ჩაერთო, გაირკვა, რომ 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.
წყარო: "რუსთავი 2"
წყარო: "რუსთავი 2"