ყველა ახალი გადაწყვეტილება, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო
ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.