loader

კადრები სვანეთიდან, სადაც ღელეს ადიდების გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სვანეთიდან, სადაც ღელეს ადიდების გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი. სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები."