loader

რა ცვლილება განხორციელდა კორონავირუსის შესახებ განკარგულებაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ცვლილება განხორციელდა კორონავირუსის შესახებ განკარგულებაში?

მთავრობის განკარგულებაში ცვლილებების მიხედვით, პირები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ამასთან, ცვლილების მიხედვით კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან ისინი, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ.

როგორც „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში წერია, გარდა ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებისა, ევროკავშირის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარზე კვლავ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.

განკარგულება ძალაში 23 აპრილს შევიდა.


კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ