loader

Google Map-ზე 100 ქართული ძეგლის შესახებ ინფორმაცია განთავსდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Google Map-ზე 100 ქართული ძეგლის შესახებ ინფორმაცია განთავსდა

Google Map-ზე 100 ქართული ძეგლის შესახებ ინფორმაცია განთავსდა. "100 ქართული ძეგლი Google Map-ზე", - ასე ქვია ახალ პროექტს, რომლის პრეზენტაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი დაესწრნენ.

"ამ მიმართულებით, წლის პირველი პროექტი უკვე განხორციელდა. 100-მდე ქართული ძეგლი მათივე ზუსტი კოორდინატებით Google Map-შია ინტეგრირებული. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ურთიერთანამშრომლობით განხორციელდა. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის განმავლობაში გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები გროვდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, Google Map- ზე უკვე შესაძლებელია 100-მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი დანარჩენი ძეგლები კი Google Map-ზე ეტაპობრივად განთავსდება.