loader

შემზარავი ფაქტი თბილისში - შსს-მ 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ფაქტი თბილისში - შსს-მ 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1958 წელს დაბადებული კაცი, თ.ს დააკავა.

საქმე ეხება მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც თხრილში ჩავარდა - ბავშვი მოძალადეს გაურბოდა.

შსს აცხადებს, რომ ძალადობა 2019 წელს მოხდა - საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ.

2021 წლის 8 აპრილს კი არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.