loader

ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. ასევე, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრია.

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო.

ამ დროისთვის ავლაბარში 2-საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.



წყარო: "რუსთავი 2"